пятница, 17 июня 2016 г.

პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგ დღე

სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაცშევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე,   გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.

აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიანბევრიმიუხედავად იმისარომ უკვე მქონდა გამოქვეყნებული პროექტიბლოგზებევრი რამ ვისწავლე და დავხვეწევისწავლე სასწავლო პროექტებისგეგმებზე, ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.


четверг, 9 июня 2016 г.

მერვე ტრენინგ დღე

დღევანდელ ტრენინგ დღეს დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი  პროგრამა Power Pointშიაუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესშივაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.

მეშვიდე ტრენინგ დღე

 ტრენინგ დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები  და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში. თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის Viewer-ის სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენტიგამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონისადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო  უფლებები. მულტიმედიური შეფასების რუბრიკა მოვარგეთ თემას, რუბრიკის მიხედვით შევქმენიტ პრეზენტაციის შაბლონი სადაც გავწერეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარიდა მოსწავლის ნამუშევრისთვის მოვიძიეთ ინორმაცია ტექსტური და გრაფიკული მასალის სახით და ეს მასალები შევინახეთ ციტირებულ დოკუმენტში  მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში

пятница, 3 июня 2016 г.

მეექვსე ტრენინგ დღე

მეექვსე დღეს ისევ ვიმუშავე შეფასების ინსტრუმენტებზე,პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შემერჩია ისეთი შეფასების ფორმა, რაც აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას,წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.დავამთავრეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე მუშაობა დღევანდელმადღემ  მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.

четверг, 2 июня 2016 г.

მეხუთე ტრენინგ დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე.კერძოდ მოსწავლეთა წინარე ცოდნის  და საჭიროებების დადგენაზე პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია ისეთი შეფასების ფორმები, რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს.

суббота, 28 мая 2016 г.

მეოთხე ტრენინგ დღე

            გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.