пятница, 17 июня 2016 г.
მეცხრე ტრენინგ დღე
სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაცშევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების
ჩეკლისტი და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა
აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ
ბლოგებზე, გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის
პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე
რეფლექსია.
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიანბევრი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მქონდა გამოქვეყნებული პროექტიბლოგზე, ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. ვისწავლე სასწავლო პროექტებისგეგმებზე, ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ.
ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
четверг, 9 июня 2016 г.
მერვე ტრენინგ დღე
დღევანდელ ტრენინგ დღეს დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროგრამა Power Pointში. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
მეშვიდე ტრენინგ დღე
ტრენინგ დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში. თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის Viewer-ის სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენტი „გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი“ სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო უფლებები. მულტიმედიური შეფასების რუბრიკა მოვარგეთ თემას, რუბრიკის მიხედვით შევქმენიტ პრეზენტაციის შაბლონი სადაც გავწერეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარიდა მოსწავლის ნამუშევრისთვის მოვიძიეთ ინორმაცია ტექსტური და გრაფიკული მასალის სახით და ეს მასალები შევინახეთ ციტირებულ დოკუმენტში მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში
пятница, 3 июня 2016 г.
მეექვსე ტრენინგ დღე
მეექვსე დღეს ისევ ვიმუშავე შეფასების
ინსტრუმენტებზე,პროექტზე
დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შემერჩია ისეთი შეფასების ფორმა, რაც აწარმოებს
პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის
და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას,წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.დავამთავრეთ
შეფასების დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე მუშაობა
დღევანდელმადღემ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
четверг, 2 июня 2016 г.
მეხუთე ტრენინგ დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს დავიწყეთ
მუშაობა შეფასების ფორმებზე.კერძოდ მოსწავლეთა წინარე ცოდნის და საჭიროებების
დადგენაზე პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია ისეთი შეფასების ფორმები,
რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში,
აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს.
суббота, 28 мая 2016 г.
მეოთხე ტრენინგ დღე
გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების
მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google
doc-ების საშუალებით და გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი
პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და
ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს,
გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები
და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
მესამე ტრენინგ დღე
ჩამოვყალიბდით საპროექტო თემასთან დაკავშირებით. თემას სევურჩიე საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, მიზნები გავწერეთ. მომავალში გამიადვილდება თემის არჩევა. ეს საშუალებას მომცემს მოსწავლეებს გავუადვილო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პირველი მოდულის რეფლექსია
.ტრენინგის პირველი დღე. ტრენერი გაგვეცნო და თითოეულმა მონაწილემ
გავაცანით თავი ჯგუფის წევრებს, ვისაუბრეთ თუ რომელ კლასებს ვასწავლით, რა საგანს
და რა მოლოდინი გვაქ ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული
მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო
Viewer-ი, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო
ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები
(პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორი Word-ი და გავაკეთეთ ელექტრონული
საქაღალდე და ქვესაქაღალდეები რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში,
შესაბამისად ტრენინგის განმავლობაში მოვათავსებთ ყველა იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი
პროექტისთვის შევქმინით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას. ასევე გავეცანით
პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების
ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა,
რომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის
ელ. სახელძღვანელში რამდენიმე პროექტი, ასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე,
სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა. გვესაუბრა საგამომცემლო პროგრამების თვისებებზე. გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები. გვასწავლა შამბლონის დახმარებით ბრიშურის შექმნა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)