.ტრენინგის პირველი დღე. ტრენერი გაგვეცნო და თითოეულმა მონაწილემ
გავაცანით თავი ჯგუფის წევრებს, ვისაუბრეთ თუ რომელ კლასებს ვასწავლით, რა საგანს
და რა მოლოდინი გვაქ ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული
მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო
Viewer-ი, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო
ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები
(პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორი Word-ი და გავაკეთეთ ელექტრონული
საქაღალდე და ქვესაქაღალდეები რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში,
შესაბამისად ტრენინგის განმავლობაში მოვათავსებთ ყველა იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი
პროექტისთვის შევქმინით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას. ასევე გავეცანით
პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების
ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა,
რომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის
ელ. სახელძღვანელში რამდენიმე პროექტი, ასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე,
სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა. გვესაუბრა საგამომცემლო პროგრამების თვისებებზე. გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები. გვასწავლა შამბლონის დახმარებით ბრიშურის შექმნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий